ახალი ამბები
თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ სიმონეთთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print