ახალი ამბები
სამტრედიაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით, ერთი ადამიანი დაიღუპა
FaceBook
იმერეთში, მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილი, კიდევ ერთ პირთან ერთად დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას (მეთადონს) ასაღებდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ერთ პირს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე ბრალდება წაყენებული აქვს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

Print