ახალი ამბები
ქარბუქი, ზვარსაშიშროება, ძლიერი თოვა - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო 7-8 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Print
თეგები: #ამინდი