ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, შემოღობიდან ორი თვის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყო.

ამ დროისთვის, ადგილზე, ტექნიკაა მობილიზებული და ფილების დემონტაჟი მიმდინარეობს. 


ბულვარში, ამ დროისთვის, ფილებს ყრიან


ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სამუშაოები დაიწყო

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი - შპს "დაგი".

მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განარტებით, ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მასში მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ.

მისივე თქმით, პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, პარკის ქვედა ნაწილში კი ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოწყობა.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით.

მგფ-ს წარმომადგენელი ქუთაისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. აღნიშნული კითხვები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბულვარში განთავსებული კაფე-ბარი "სავანე" სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია მალევე შემოღებეს

უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაასაჯაროვა.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:

"გაიმართოს ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა" - ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა

რა იცვლება ცენტრალურ ბულვარში - რა თქვა მგფ-ის ხელმძღვანელმა ქუთაისში

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - მგფ-მ პროექტის ესკიზები გაასაჯაროვა


რა მოიტყუა ქუთაისის მერიამ კაფე ''სავანესთან'' დაკავშირებით

ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა ცნობილია, პროექტი კი ჯერ მზად არ არის

"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’

"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია

რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
Print