ახალი ამბები
ქუთაისში 75 წლის მამაკაცი დააკავეს - ამოღებულია იარაღები
FaceBook
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 20 პირია დაკავებული. ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებიდან სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო, ორი კი მხილებულია.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print