ახალი ამბები
ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი ივლის
FaceBook
დღეიდან, 4 მარტიდან, ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით მგზავრებს  მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.
როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ახალი ავტობუსი, ძირითადად, სტუდენტების სასწავლო პროცესის განრიგზე იქნება გათვალისწინებული და ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

ქუთაისი - ბაღდათის ავტობუსის მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი იქნება და მოქალაქეებს მისი გადახდა თიბისი ბარათით შეეძლებათ (როგორც სამგზავრო, ასევე პირადი ბარათებით).

ახალი ავტობუსი ბაღდათიდან (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან) ქუთაისის მიმართულებით 08:05 საათიდან გავა. ქუთაისი-ბაღდათის რეისი კი, ბალახვნის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, 09:30-ზე შესრულდება. შემდეგი რეისები საათების მიხედვით ასეა გადანაწილებული: ბაღდათი -ქუთაისი -11:30; ქუთაისი- ბაღდათი 14:30; ბაღდათი- ქუთაისი 16:10; ქუთაისი-ბაღდათი 17:30.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით აქამდე არ არსებობდა. რეისებს მხოლოდ კერძო მარშუტები ასრულებდნენ, ჭავჭავაძის სადგურიდან.




Print