ახალი ამბები
თერჯოლაში, უბედური შემთხვევისას გადარჩენილი პირი კლინიკიდან გაწერეს
FaceBook
თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში, უბედური შემთხვევისას გადარჩენილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ექიმის თქმით, დაშავებულს ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში, 4 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. 

ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც ჩავიდნენ. სანაპიროზე მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა, სწორედ მან დარეკა 112-ში.

მაშველებმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად, მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print