ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 6 მარტის პირველ ნახევრამდე, უმეტესად, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში 17-18 გრადუსი დაფიქსირდება, მთიანში - 14-15 გრადუსი, მაღალმთაში კი - 11-13 გრადუსი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 6 მარტის დღის ბოლოდან 10 მარტის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი.

"ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - 7 მარტს, დაბლობში 10-11 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში 5-7 გრადუსი იქნება, მაღალმთაში კი 0-1 გრადუსი. საღამოს მაღალმთაში, შესაძლოა, თოვა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 8 მარტს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, დროგამოშვებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 13-15 გრადუსამდე მოიმატებს. 9-10 მარტს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი დაბლობში წვიმის სახით, მაღალმთაში კი შესაძლოა, წვიმა თოვლჭყაპში გადაიზარდოს",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, საქართველოში 11 მარტიდან გამოიდარებს. 


Print
თეგები: #ამინდი