ახალი ამბები
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ერთმანეთს მექორწილეები შეეჯახნენ - არის მსხვერპლი
FaceBook
ავტოსაგზაო შემთხვევაა მოხდა  ქუთაისი-წყალტუბოს გზატკეცილზე, სადაც ერთამენთს მექორწილეების მანქანები შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

"სწრაფად მოძრაობდნენ და ერთმანეთს შეეჯახნენ. დიდი ავარიაა," - ამბობენ თვითმხილველები.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print