ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში, ბროსეს ქუჩის რეაბილიტაცია მარტის ბოლოს დასრულდება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ბროსეს ქუჩა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაკეტილია.


აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ფალიაშვილის ქუჩიდანაა შესაძლებელი.

ქალაქ მუზეუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "გზამდები" ახორციელებს.

ადგილზე მყოფი მუშების თქმით, ბროსეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ბროსეს ქუჩაზე გათვალიწინებულია გზის გრანიტის ფილებით, ტროტუარების ბარდიურების, შშმ პირებისთვის პანდუსების და ღვარსადენების მოწყობა.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები ეხება ძირითადად ბროსეს ქუჩას, თუმცა ასევე მოიცავს გელათის ქუჩის, ასევე ფალიაშვილის ქუჩის ნაწილს, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და მარტის ბოლომდე დასრულდება"- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ბროსეს ქუჩის რეაბილიტაციისთვის სულ 110 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. 

ქუთაისში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ფინანსები რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო, პროექტის ფარგლებში სულ 7 854 434 ლარი დაიხარჯება და ქუთაისის 6 მუნიციპალიტეტში არსებული ქუჩები ასფალტო-ბეტონის, ან ბეტონის ფილებით საფარით მოპირკეთდება. 

Print