ახალი ამბები
დღეიდან სარეკლამო SMS-ების უფასოდ გათიშვა შესაძლებელია
FaceBook
''პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც დღეს ამოქმედდა, კომპანიებს მოქალააქეების თანხმობის გარეშე მათთვის სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აეკრძალათ.
ახალი კანონის თანახმად, თუ მოქალაქე უარს ამბობს შეტყობინებების მიღებაზე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. 

კანონის ამ მოთხოვნის დარღვევაზე კომპანიები 3 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან.

თუ პირის უარის მიუხედავად, კომპანიები შეტყობინებების გაგზავნას გააგრძელებენ, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 

გარდა ამისა, დღევანდელი დღიდან სარეკლამო SMS-ების უფასოდ გათიშვა შესაძლებელია. SMS OFF-ის ფუნქცია, რომელიც აქამდე 6 თეთრი ღირდა, ახალი კანონის თანახმად, ფასიანი აღარ იქნება.
Print