ახალი ამბები
წელს, ქუთაისის მერიამ, სოციალური პროგრამების დაფინანსება მილიონი ლარით გაზარდა
FaceBook
2024 საარჩევნო წელს, ქუთაისის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება თითქმის მილიონი ლარით გაზარდა.

წლევანდელ 115 მილიონ 510, 700 ლარის მოცულობის (დამტკიცებული) ბიუჯეტიდან 7 461 400 ლარი ჯანდაცვისა და სიციალური მიმართულებით დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით 927 200 ლარით მეტია.

ქუთაისის მერია სოციალური მიმართულებით 28 პროგრამას ახორციელებს.

პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა დახმარება, გლაუკომით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა და შშმ პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა - ეს ის დამატებული 3 პროგრამაა, რომელიც მერიამ წელს დაამატა.

2023 წელს სოციალური პროგრამებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და დაახლოებით, 25 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

რამდენად ეფექტურად ხორციელდება საბიუჯეტო სოციალური პროგრამები და როგორია ათვისების ყოველწლიური მაჩვენებელი? - ამ საკითხებზე შესაბამისი სამსახურის უფროსთან ინტერვიუ დავგეგემეთ. თითქმის ერთთვიანი ლოდინის და დაპირების მიუხედავად მერიის პრესსამსახურმა "ვერ შეძლო" დაპირებული ინტერვიუ შემდგარიყო.


Print