ახალი ამბები
დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის მესამე ეტაპი იწყება
FaceBook
"დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის" პროექტის მესამე ეტაპი მიდინარე წლის 1 მარტიდან იწყება.

დევნილთა და განსახლების სამინსიტროს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს განაცხადების გაკეთების შესაძლებლობა 31 მარტამდე ექნებათ.

"სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების მოთხოვნა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო," – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა.

2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.

"დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის" პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 23 დევნილ ოჯახს დაუფარა. პროექტის პირველ ეტაპზე კი სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფინანსდა.

განაცხადები ქუთაისში მიიღება შემდეგ მისამართზე: ირაკლი აბაშიძის გამზ. N27



Print