ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სხდომები სურდო თარგმანით გავა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომები, პირდაპირი ეთერის საშუალებით, სურდო თარგმანით გავა.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განმარტებით, ამით მოქალაქეებს საშუალებას მიეცემათ, წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის შესახებ სრულად მიიღონ ინფორმაცია.

"ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია თანასწორობა, საჯარო და ღია მმართველობა. საკრებულოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოქალაქეების დამოკიდებულება და ის უკუკავშირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ემსახურება",- განმარტა ირაკლი შენგელიამ.

საკრებულოს სხდომების სურდო თარგმანით გაშვების ინიციატიცა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, მამუკა რიჟამაძეს ეკუთვნის.
Print