ახალი ამბები
ქუთაისში 60 000-ზე მეტ აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
ხვალ, 29 თებერვალს, ქუთაისის 60 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება.
მიზეზი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვიტირის სატუმბ სადგურზე 1000 კუბიანი რეზერვუარის მშენებლობაა.

მოსახლეობას წყლის მიწოდება 29 თებერვლის 07:00 საათიდან 1 მარტის 24:00 საათამდე შეეზღუდება.

ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://water.gov.ge/page/map

საქართველოს გაერთიანებული წყაომომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეზერვუარის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის რეზერვუარისა და სამტრედიის წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.


Print