ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ გასულ წელს 61 ჰექტარი მიწა დაირეგისტრირა
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2015 წელს საკუთრებაში 312 ობიექტი დაირეგისტრირა.
დარეგისტრირებული ობიექტების მიწის მთლიანი ფართობი 61 ჰექტარზე მეტს შეადგენს. ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის  თქმით, გასულ წელს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი ორჯერ აღემატება 2014 წელს დარისტრირებულ მიწის ნაკვეთს.

ეკონომიკის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობას სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში მიმდინარე წელს 19 ობიექტი გადმოეცა. აქედან, 4 შენობა-ნაგებობაა, დანარჩენი მიწის ნაკვეთი.

მერიის საკუთარებაში  2014 წელს 12 ობიექტი იქნა დარეგისტრირებული, ხოლო 2013 წელს - 5 ობიექტი.

Print