ახალი ამბები
ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ
FaceBook
ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იყვნენ.

კობახიძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავად საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.


ამავე თემაზე:

ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

Print