ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე - არიან დაშავებულები
FaceBook
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, წყალტუბოს გადასახვევთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

დაშავებულები ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სხვადასხვა დაზიანება აღნიშნებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


Print