ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 3 მარტამდე უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
მისივე თქმით, 26-27 თებერვალს, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 28 თებერვლიდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

"3 მარტის ჩათვლით, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, ღამით 4-5 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. ამასთან, 26-28 თებერვალს, დღის მაქსიმალური ტემპერატურა 15-17 გრადუსი იქნება, 29 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით კი 17-19 გრასდუსამდე მოიმატებს",- განმარტავს დოდო გვაზავა. 

Print
თეგები: #ამინდი