ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთზე ქვის მასა ჩამოიშალა
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ქვა-ღორღიანი მასა ჩამოიშალა.
დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია ტვიშის თემს არ მიეწოდება. ჩაკეტილია გზაც.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამასთან, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ეწყობა ტერასებიც. პარალელურ რეჟიმში კი დაზიანებულ უბნებზე "ენერგო პრო ჯორჯიას’’ ჯგუფების მიერ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის, ტვიშის თემი ალტერნატიული/შემოვლითი გზით სარგებლობს.
Print