ახალი ამბები
"მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი"- გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე, საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

"25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Print
თეგები: #ამინდი