ახალი ამბები
პროკურატურამ, ქუთაისში, ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე მოქალაქეებს ბრალი წაუყენა
FaceBook
პროკურატურამ, ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ინდოეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა, ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი).


ამავე თემაზე:




Print