ახალი ამბები
ქუთაისელი მოჭიდავე ზვიად პატარიძე ავსტრიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა
FaceBook
ქუთაისელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად პატარიძე ახალგაზრდებს შორის ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობაზე გამარჯვებული გახდა.

ზვიად პატარიძემ ტურნირზე 120 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა .

პირველობა მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით ავსტრიის ქალაქ გიოტცში 27-28 თებერვალს გაიმართა, სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 8 წონითი კატეგორიაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 77 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზე უნგრეთი – 53 ქულით, მესამეზე კი აშშ 46 ქულით.
Print