ახალი ამბები
როგორია საკრებულოს დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისში დაჭრეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ზაქრო მამასახლისი, რომელიც 22 თებერვალს, საღამოს, ქალაქის ცენტრში დაჭრეს, საეკლესიო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კლინიკის ემერჯენსის რეანიმაციის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზაზა მესხის განმარტებით, დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

ზაქრო მამასახლისს გულმკერდის მარცხენა ნახევარში არაშემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული და მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება.

"პაციენტი, მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, შეყვანილი იქნა ემერჯენსის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მათ შორის ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე გადაყვანილია განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას",- განმარტავს ზაზა მესხი.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ზაზა მამასახლისი, მისი სასტუმროს მიმდებარედ, მეზობელმა დაჭრა.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი საყოფაცხოვრებო საკითხები გახდა.

მამაკაცი, რომელმაც დეპუტატი დანით დაჭრა, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი საკრებულოს წევრია

Print