ახალი ამბები
ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი საკრებულოს წევრია
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრი ზაქრო მამასახლისია, რომელიც მეზობელმა  დაჭრა.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი საყოფაცხოვრებო საკითხებია. 

მამაკაცი, რომელმაც დეპუტატი დანით დაჭრა, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს, დაშავებული კი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 

შემთხვევა დეპუტატის სასტუმროს მიმდებარედ, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყვენ სამართალდამცველები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
Print