ახალი ამბები
ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს.

შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, მესხიშვილის თეატრის უკან მოხდა. 

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, სხვა დეტალები კი, ამ დროისთვის, უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



Print