ახალი ამბები
სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია რამდენიმე პირი
FaceBook
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე პირი დააკავეს.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან და დაკავება სავარაუდოდ, ნარკოტიკებს უკავშირდება.

ადგილობრივების განმარტებით, ინდოელები შერვაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავიდნენ და თუ, რას საქმიანობდნენ მათთვის უცნობია.
Print