ახალი ამბები
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული უფუნქციო იყო და მასში არავინ ცხოვრობდა, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.


Print