ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 23 თებერვლამდე, ძირითადად, ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 19 თებერვალს, უმეტეს რაიონში ნარჩუნდება ნალექი, დაბლობში - წვიმა, მთიან რაიონებში - თოვლჭყაპი, მთაში კი - თოვლი. ხვალ, 20 თებერვალს კი ნალექის ინტენსივობა დაიკლებს.

"19-20 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 6-11 გრადუსი დაფიქსირდება, მთიანში - 3-8 გრადუსი, ხოლო მაღალმთაში - 1-6 გრადუსი სითბო. 21 თებერვალს ერთდღიანი გამოდარება გვაქვს, ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე მოიმატებს. 22 თებერვალს ღამის საათებიდან 23-ის დილის საათებამდე კი უმეტეს რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაიწყებს მომატებას. 25-26 თებერვალს კი აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი