ახალი ამბები
Facebook-ის ქვეყანა - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
24, 25, 27, 29 თებერვალს ქუთაისში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი Facebook-ის ქვეყანა" (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით).

ჟანრი - სოციალური ტრაგიკომედია.

სპექტაკლში მონაწილეობენ: სულხან გოგოლაშვილი, სოფიო ჩირაძე, აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, ელზა სულაძე. ვიდეოკადრებში:დალი ბასილაძე, თენგიზ ჯავახაძე, დავით გაჩეჩილაძე.

ეს პიესა მესხიშვილის თეატრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის საფუძველი", გამარჯვებული პიესაა. 


ნინო მაღლაკელიძე 2023 წლის პროდუქტიულ რეჟისორთა შორის დასახელდა. მან წლის განმავლოაბში 4 პრემიერა წარმოადგინა.

2023 წლის პროდუქტიულ მსახიობ კაცებში კი აბელ სოსელია მოხვდა, ყველაზე მეტი როლით (6).

წარმოდგენების, წლის განმავლობაში გაყიდული ბილეთებისა და დამსწრე მაყურებლის რაოდენობით 41 თეატრიდან ქუთაისის დრამატული თეატრი ამ რეიტინგში მე-18 ადგილზეა 82 სპექტაკლით, 14 874 გაყიდული ბილეთით და 18 594 მაყურებლით.



Print