ახალი ამბები
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქვეითი ემსხვერპლა
FaceBook
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ.

„ორი გოგო ერთმანეთს „ეგონკავებოდა“, ერთმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შემთხვევის ადგილას საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



Print