ახალი ამბები
იმერეთის 5 მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები გადაეცა
FaceBook
იმერეთს 12 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც 5 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულის, ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას, უკვე ხვალიდან ექნება შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, კეთილმოწყობილი ავტობუსები ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შეიძინა.

„ხვალიდან ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ, იმგზავრონ ამ ავტობუსებით ძალიან კომფორტულად თავიანთ ქალაქებში. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მივაწოდოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი, რომლითაც ჩავანაცვლებთ კერძო სექტორს და გვექნება მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილზე”, - განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.


Print