ახალი ამბები
5-6 თებერვლის სტიქიის შედეგების შესასწავლად, გელათში ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები იმყოფებოდნენ
FaceBook
გელათში, 5-6 თებერვლის ძლიერი წვიმის შედეგად, ტაძრებზე წყლის ინფლიტრაციის მიზეზების დასადგენად, ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ინფორმაციით, კათედრალის დროებით გადახურვაზე, წვიმის  შედეგად წარმოქმნილი წყლის ინფილტრაციის სამი კერიდან, ერთის აღმოფხვრა უკვე მოხერხდა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, დარჩენილი ორი დაზიანების კერის აღმოფხვრის ოპტიმალური მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღნიშნული დაზიანებებიც აღმოიფხვრება.

როგორც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში განმარტავენ, უახლოეს დღეებში სრულ ანგარიშს წარმოადგენენ, რომელზედაც, ამჟამად, კედლის მხატვრობის კონსერვატორები, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.

5-6 თებერვალს მოსული სტიქიის შედეგად, გელათში, ტაძრების ინტერიერის გარკვეულ მონაკვეთებში, ასევე, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვის ქვეშ წყალი ჩავიდა.

როგორც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში განმარტავენ, უახლოეს კვირებში, იუნესკოდან სათანადო დასტურის მიღებისთანავე, გელათის კათედრალის ერთიანი გადახურვის მოწყობის ფიზიკური სამუშაოები დაიწყება, რამაც მთლიანად უნდა გამორიცხოს 5-6 თებერვალს სტიქიური მოვლენისაგან დაფიქსირებული ინციდენტების გამეორების შესაძლებლობა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

Print
თეგები: #გელათი