ახალი ამბები
"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება"- აეროპორტების გაერთიანება
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში, ავიაკომპანია "ვიზეარის" ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა, ამ დროის მონაცემებით, არ დადასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მგზავრების შემოწმება, რომელიც აეროპორტის სტერიულ ზონაში მიმდინარეობდა დასრულდა და ახლა ისინი გაფრენის დარბაზში იმყოფებიან.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში. აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას“,- განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აეროპორტის ცნობით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გამნაღმველები მუშაობენ - ფრენები გადადებულია

ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა - ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე შეტყობინება შევიდა


Print