ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გამნაღმველები მუშაობენ - ფრენები გადადებულია
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ამ წუთებში, გამნაღმველები მუშაობენ.
ისინი „ვიზეარის“ თვითმფრინავში, რომელიც ქუთაისიდან ბარსოლონას მიმართულებით რეისს ასრულებდა, ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საჰაერო ჰომალდზე 148 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 

„ყველა მოთავსებულია სტერილურ ზონაში, სადაც მათი დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს. ყველა შესაბამისი სამსახური უკვე მობილიზებულია, მუშაობენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყველა ინსტიტუცია არის ინფორმირებული. მიმდინარეობს დამატებითი საჰაერო ხომალდის შემოწმება და ველოდებით შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროისთვის, ყველა რეისი 2 საათით არის გადადებული.

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აეროპორტის ცნობით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება გახდა.

Print