ახალი ამბები
სტიქიის გამო, საქათველოში, 300-მდე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო
FaceBook
6-7 თებერვალს, საქართველოში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, 300-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, სტიქიის ზონებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი ამ დრომდე რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს.

აქედან 2 ჯგუფი იმერეთში და  ერთი კი,  რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეოლოგებმა 6-დან 12 თებერვლამდე პერიოდში 541 ოჯახი (მათ შორის აჭარის რეგიონში) შეაფასეს. შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად კი შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.

6-7 თებერვალს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის, ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. სტიქია მსხვერპლით დასრულდება ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე ხულოსა და ქედაშიც, სადაც ზვავისა და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.


ამავე თემაზე:

რიონის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება

იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში, სტიქიის ზონებში, გეოლოგთა ჯგუფები მუშაოებენ

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

ნერგეეთის შემდეგ, მეწყრული პროცესები ზესტაფონშიც განვითარდა - ელოდებიან სპეციალისტებს

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში

Print