ახალი ამბები
ავტოქარხანაში N47 მუნიციპალური ტრანსპორტი საცდელი ვადით ივლის
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცდელი ვადით, ახალი სვლაგეზი დაინიშნა.
მერიის ინფორმაციით, N47 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას ავტომშენებლის #53-დან დაიწყებს („ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან).

ის რეისებს შემდეგი მიმართულებით შეასრულებს: ავტომშენებლის გამზირი - ბუკიას ქუჩა - ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა (24-ე საჯარო სკოლა) - ავტომშენებლის გამზირი - ირაკლი აბაშიძის გამზირი - შერვაშიძის ქუჩა - ირაკლი აბაშიძის გამზირი - ავტომშენებლის გამზირი - ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა - ბუკიას ქუჩა - ავტომშენებლის გამზირი - ავტომშენებლის გამზირი #53.

ქუთაისში, ამ დროისთვის, 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი და 10 ერთეული მიკროავტობუსი მოძრაობს. ქალაქს 13 საავტობუსო ხაზი ემსახურება.



Print