ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი, იანვარში 486 რეისს მოემსახურა
FaceBook
2024 წლის იანვარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 151,939 მგზავრმა ისარგებლა.

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. კერძოდ, იანვარში აეროპოტი 486 რეისს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეისები, 2023 წლის პერიოდთან შედარებით, 66%-ით არის გაზრდილი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისთვის, ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.




Print