ახალი ამბები
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა საქართველო
FaceBook
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოციალური დაცვის მაჩვენებლებზე კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტის  თანახმად, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.1 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს - ომის მონაწილეები, 11.7 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.2 პროცენტი თბილისშია, 16.2 პროცენტი იმერეთში, 11.8 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.

2023 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377.0 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 122.9 ათასი*. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 72.8 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 31.9 ათასი.

იმერთი მეორე ადგილზეა 59.0 ათასი რეგისტრირებული ოჯახით. აქედან, მიმღები ოჯახი 13.2 ათასია.



Print