ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე, კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო მოკვლევა
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

სააგენტომ უნდა დაადგენის ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, უწყებამ აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, "პსპ ფარმამ", "ავერსმა" "ფარმადეპომ" "ჯიპისიმ" და "მერმისმა" ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს.

კონკურენციის სააგენტომ, სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52 797 934 ლარით დააჯარიმა.


Print