ახალი ამბები
იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში, სტიქიის ზონებში, გეოლოგთა ჯგუფები მუშაოებენ
FaceBook
საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში გეოლოგების ჯგუფები რჩებიან და ადგილზე მოვლენების შესწავლას აგრძელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჯამში, გეოლოგთა რვა ჯგუფი იმყოფება.

მათივე ცნობით, აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

„6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების
რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებში, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.

6-7 თებერვალს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის, ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. სტიქია მსხვერპლით დასრულდება ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე ხულოსა და ქედაშიც, სადაც ზვავისა და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე:

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს

ნერგეეთის შემდეგ, მეწყრული პროცესები ზესტაფონშიც განვითარდა - ელოდებიან სპეციალისტებს

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში


Print