ახალი ამბები
საჩხერეში უბედურ შემთხვევას "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტში, უბედური შემთხვევის შედეგად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა.

საჩხერის რაიონში კომპანიის 4 თანამშრომელი კახეთის რეგიონიდან იყო გაგზავნილი. 

ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა. გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, კომპანიის წარმომადგენლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიებაც.






Print