ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
აღნიშნულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც, სადაც მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტი დაიშვება. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
Print