ახალი ამბები
ქუთაისში, 5 000-მდე აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი
FaceBook
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 4773 აბონენტს, დილიდან, წყალი არ მიეწოდება.

წყალმომარაგების მიწოდება არაყიშვილის, ცხინვალის, ჯავახიშვილის, ბუხაიძის, შარტავას, 9 აპრილის ქუჩების, ასევე, ირ.აბაშიძისა და რუსთაველის გამზირზე მცხოვრებლებს აქვთ შეზღუდული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება მოსახლეობას 18:00 საათზე აღუდგება.

Print