ახალი ამბები
უამინდობის გამო გაუქმებული რეისები - რკინიგზის განცხადება
FaceBook
საქართველოს რკინიგზამ დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, რეისები გააუქმა.
რკინიგზის ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, აღარ შესრულდება თბილისი-ბათუმის (802), თბილისი-ზუგდიდის (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისის (12/18), ბათუმი-თბილისის (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისის (11/17), ფოთი-თბილისის (873), ხაშური-ზესტაფონისა (6446) და ზესტაფონი-ხაშურის (6417) რეისები.

ამასთან, გაუქმებულია მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებისა (ბათუმი-თბილისი №801, ზუგდიდი-თბილისი № 869, თბილისი-ბათუმი № 804, თბილისი-ფოთი 874) და  
საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების რეისებიც (ზესტაფონი-ხაშური №6446, ხაშური-ზესტაფონი №6418, 8 თებერვლის დილის ზესტაფონი-ხაშური №6417). 

როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

6 თებერვალს მოსულმა სტიქიამ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა პრობლემები. იმერეთის რეგიონში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღებია დაზიანებული. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში კი მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი 5 პირის მიმართ გრძელდება, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

ამავე თემაზე:

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი


ძლიერმა ქარმა თერჯოლაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში
Print