ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა თერჯოლაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.
კერძოდ, საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, ასევე მოგლიჯა ხეებიც.

თერჯოლის მერის მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ქარმა, ჯამში, 14  საცხოვრებელი სახლი დააზიანა.



ამასთან, უამინდობის გამო, დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც.

თერჯოლის მერიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, სტიქიისგან გამოწვეული ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს (595415497, 555503210).

ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები. 

იმერეთში მეორე დღეა ინტენსიური წვიმა, ზოგან თოვლი და ძლიერი ქარია. ნალექიან და ქარიან ამინდებს სინოპტიკოსები ხვალ, 7 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე პროგნოზირებენ.

ამავე თემაზე:



Print