ახალი ამბები
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში
FaceBook
ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები.

შედეგად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, მიმდინარეობს სამუშაობი, რომელთა დასრულების შემდეგ ეტაპობრივად აღდგება დენისა და გაზის მიწოდება.



ძლიერი ქარის შედეგად ხეები მოითხარა ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. შედეგად, ამ დროისთვის, 70-ზე მეტი სახლის სახურავია დაზიანებული, მათ შორის ადმინისტრაციული შენობებიც.

როგორც მერიაში განმარტავენ, სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმერეთის უმეტეს რეგიონში მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია სახლის სახურავები.

იმერეთში მეორე დღეა ინტენსიური წვიმა, ზოგან თოვლი და ძლიერი ქარია. ნალექიან და ქარიან ამინდებს სინოპტიკოსები ხვალ, 7 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე პროგნოზირებენ.

Print