ახალი ამბები
ქუთაისში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა (საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის) 4 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა.

მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა კუბლაშვილის განმატებით, ფასის მომატება ქვეყანაში ეკონომიური ზრდით არის განპირობებული, რაზეც, მისივე თქმით, მეტყველებს ის, რომ ქუთაისში ბევრი ინვესტიცია შემოდის და ტერიტორიების ათვისება ხდება.

„შესაბამისად, თუ ადრე სარეალიზაციო ფასი სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი კვადრატობის მიხედვით მერყეობდა 400-დან 800 დოლარამდე, ახლა უკვე ჩვენს ქალაქშიდაც გაზარდა სარეალიზაციო ფასი. ამითი გვინდა, რომ ადგილობრივმა ბიუჯეტმაც იხეიროს. ეს ნამდვილად არ დააწვება ტვირთად მენაშენეს, ვინაიდან, მხოლოდ 1,03 დოლარით ხდება თითოეულ კვადრატულ მეტრზე გადასახადის მომატება“, - განმარტა მამუკა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, მშენებლობის მოსაკრებელზე ფასი 2025 წლის იანვრიდან კიდევ გაიზრდება და 10 ლარი გახდება.

Print