ახალი ამბები
"გირჩი" –"ოღასკურის კალაპოტიდან ამოღებული ნარჩენები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის"
FaceBook
მდინარის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენები ერთი თვის წინ უნდა გაეტანათ

პოლიტკური ცენტრი "გირჩის" ქუთაისის ოფისი მერიას უყრადღებობაში ადანაშაულებს.

საუბარია, ერთი თვის წინ მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებზე, რომლის დროსაც კალაპოტიდან ამოღებული ნარჩენები მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს. "გირჩის" ოფისში ამბობენ, რომ ნარჩენები ამ დრომდე არ გაუტანიათ, რაც მოსახლეობისთვის ანტისანიტარიის საფრთხეს ქმნის.

"გირჩი" ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს ნარჩენები ტერიტორიიდან გაიტანოს.

"ქუთსერვის ჯგუფმა" ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ნარჩენებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გაიტანდნენ, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ნარჩენები ისევ მდინარის ნაპირზეა განთავსებული და   მდინარის კალაპოტში მის ხელახლა  მოხვედრის რეალურ საშიშროებას ქმნის. გარდა ამისა, ადგილზე უკვე გაჩნდა ანტისანიტარიის კერები. მოვუწოდებთ მერიას სასწრაფოდ მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა",-ამბობს "გირჩის" ქუთაისის ოფისის წევრი ვალერი თევდორაძე.

Print