ახალი ამბები
2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობების შეცვლა მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ
FaceBook
2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები ახალი ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლდება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.








Print